ალექსანდრე ზაზარაშვილი, ქართული „რანინას“ მონაწილე, უკრაინული „ვოისის“ ტრიუმფატორი, ამერიკულ ბავშვთა ტალანტების შოუში მიიწვიეს. Little Big Shots არის ბავშვებისთვის შექმნილი ნიჭიერთა შოუ, რომელიც პოპულარული ტელეწამყვანების, ელენ დეჯენერესისა და სტივ ჰარვის ერთობლივი იდეით შეიქმნა, ტელეშოუს წამყვანი კი სტივ ჰარვი გახლავთ.
პირველად ამ შოუს ისტორიაში, მასში მონაწილეობას მიიღებს ქართველი. ალექსანდრე ზაზარაშვილმა შესაბამისი ზარი ჰოლივუდიდან ახლახან მიიღო და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.