ალექსანდრე ბასიალიას ვარსკვლავის გახსნა, კომპოზიტორის სახელობის ქუჩა და “ოქროს ტალღის” სპეციალური ჯილდო მაესტროს

0
1176

მსოფლიოში და მითუმეტეს ქართულ მუსიკალურ სამყაროში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ადამიანები, რომლებმაც გენიალური მუსიკა შექმნეს. ჩვენ კი ამ მხრივ გაგვიმართლა და გვხვდა პატივი, რომ მაესტრო ალექსანდრე ბასიალიას შემოქმედების მსმენელები ვყოფილიყავით. ნოდიკო ტატიშვილი ის ქართველი მომღერალია, რომელსაც კომპოზიტორთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. 2005 წლიდან ის მისი კვინტეტის წევრი იყო. ხშირად ამბობენ, რომ კომპოზიტორს ნოდიკო განსაკუთრებულად უყვარდა. სწორედ ამიტომ 5 წლის წინ ნოდიკომ, ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად, კონცერტი გამართა სახელწოდებით “ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა”. ნოდიკო არც ამჯერად შეუშინდა ამ საპასუხისმგებლო მისიას და ალექსანდრე ბასიალიას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე კვლავ მიგვიწვია. საინტერესო იყო საღამოს კულმინაცია, როდესაც რადიო ჰოლდინგმა “ფორტუნამ” ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ალექსანდრე ბასიალიას ოჯახს “ოქროს ტალღის” სპეციალური ჯილდო გადასაცა. ამ მომენტმა საღამო კიდევ უფრო ემოციური გახადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here