ალეკ ბოლდუინმა 3 თვის შვილი მოდის კვირეულზე წაიყვანა

0
43

ნიო იორკის მოდის კვირეული წელს რამდენიმე ფაქტით იყო განსაკუთრებული. პოდიუმზე წაქცეული მოდელების გარდა საზოგადოებას ის ბავშვებიც დაამახსოვრდებათ, რომლებიც მათმა სელებრითმა მშობლებმა 2015-16 წლის მოდურ ტრენდებს აზიარეს.

კიმ კარდაშიანისა და ქანიე უესტის გოგონა ერთადერთი ბავშვი არ გახლავთ, ვინც წელს ფრონტ როუში აღმოჩნდა. მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს მოდის კვირეულს ოჯახის სრული შემადგენლობით დასწრებოდნენ, ამიტომ თან 2 წლის კარმენი და სულ რაღაც 3 თვის რაფაელი წაიყვანეს.

მოდის შესახებ პატარებს ჯერ არაფერი გაეგებათ, მაგრამ მაინც სულ განაბული ადევნებდნენ თვალს პოდიუმზე მოსეირნე ლამაზმანებს და ყვითელ გამოცემებს მათი მშობლების კრიტიკის საშუალება არ მისცეს. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე გამოცემამ პატარა ბავშვების მოდის კვირეულზე მიყვანა მშობლების ცუდ გადაწყვეტილებად მონათლა…