“იქს ფაქტორის” მეორე ლაივ-კონცერტს მერაბ ამზოევი გამოეთიშა. ის აუტსაიდერებში მაგდა ვასაძესთან ერთად მოხვდა. საბოლოო გადაწყვეტილება გიორგი გაბუნიამ მიიღო და პროექტი მერაბ ამზოევის გარეშე დარჩა.
მომღერალმა გვიან ღამით, ბოლო ლაივ-კონცერტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კონკურსი ჩემთვის დასრულდა.
პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
“პირველად ვწერ კომენტარს უბრალოდ არ შემეძლო არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სოფო საჟინიანისნაირი და მაგდასნაირი რომ დარჩება კონკურსში იდეაში შემდგარი “მომღერალი ” და მერაბს დაატოვებინებენ პროექტს და გაბუნიას ხმა იყო ბოლო სასაცილოა; დდ სატირალი რომ არ იყოს
მერაბ შენ უკვე ხარ ხალხის რჩეული
და ხალხის სიყვარული დაიმსახურე როგორც მომღერალმა
ისევ ქვეყნის გარეთ უნდა მიიღო კონკურსებში მონაწილეობა, სხვა ქვეყანაში შენ ნიჭს მეტად დააფასებენ, და მისცემეს გასაქანს
აქ სამწუხაროდ არ გაცადეს
როგორც მე, ალბათ ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა პროექტის ყურება რადგან ის ვინც ყველაზე საინტერესო იყო როგორც შემსრულებელი პროექტში აღარ არის…..”, – წერენ კომენტარებში.