“ახლო მომავალში დავქორწინდებით“ – ვისზე აპირებს დაქორწინებას გიგი გაჩეჩილაძე?

0
55

მას შემდეგრაც, “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მთავარი ქორეოგრაფი, გიგი გაჩეჩილაძე და სალომე ჭაჭუა ერთმანეთს დაშორდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გიგიმ ახალი ურთიერთობა დაიწყო. გიგის შეყვარებული 19 წლის ანანო ჯოხაძეა, რომელთანაც მალე ოჯახის შექმნასაც გეგმავს.

გიგიმ პირად გეგმებზე ჟურნალ “სარკესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში დაქორწინებას აპირებს:

“სავარაუდოდ, ახლო მომავალში დავქორწინდებით. ერთად ვცხოვრობთ ჩემს სახლში. ძალიან შემცვალა ანანოსთან ურთიერთობამ. ყოველთვის ასეთი მხიარულები არ ვართ როგორც ახლა.ბევრ სერიოზულ საქმეს ერთად ვწყვეტთ. ანანო პატარაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. ზოგჯერ ჩემი გონება დაფრინავს, ანანო კი მიწაზე მყარად მაყენებს და მახვედრებს, რეალურად სად ვარ. მთელი დღე სასწაულ პირობებში რომ ვმუშაობ და სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები, ისეთი ადამიანი უნდა დამხვდეს, რომელიც იმყველაფერს მომწყვეტს, არამც თუ უარესად დამღლის.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here