ახალი წყვილი, მანიკა ასათიანი და მიკი ჯეჯელავა – “ჩემზე არავინ იეჭვიანებს…“

0
153

მიკი ჯეჯელავა და მანიკა ასათიანი ამიერიდან ტელეწყვილია და “იმედის დილას“ გაუძღვებიან. ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან, ამიტომაც ერთად მუშაობა არ გაუჭირდებათ. წყვილს ერთად შევხვდით.

მანიკა:

მე და მიკი ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და “ორ ვარსკვლავში“ ძალიან დავახლოვდით. იმავე პერიოდში უკვე ჩავწერე პირველი პილოტი დილის გადაცემისთვის. მითხრეს, რომ ვიყავი დამტკიცებული და როცა გავიგე, რომ მიკი უნდა ყოფილიყო ჩემი პარტნიორი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როცა ადამიანს იცნობ, შეთამაშება აღარ გჭირდება. ჩემი აზრით, ჩვენი დუეტი შედგება.

სამეგობროდან არავინ გთხოვს, ჯუდ ლოუს რომ ჰგავს, ის ბიჭი გაგვაცანიო?

(იღიმის) ჩემი სამეგობროდან მიკი თითქმის ყველას იცნობს. ზოგადად, გოგონებში ძალიან პოპულარულია… ჩემზე არავინ იეჭვიანებს, რადგან ჩაბარებული ვარ პატრონს (იცინის).

მიკი, დილის ექვს საათზე ადგომას როგორ შეეგუები?

სანამ ტელევიზიაში დილის წამყვანად დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ამ დროს ვიძინებდი. მერე შევეჩვიე, რადგან რეჟიმში ჩავჯექი. “იმედის“ შემოთავაზებაში ის მომეწონა, რომ ერთი კვირა მე და მანიკა ვიმუშავებთ, მეორე კვირას მეორე წყვილი, სოსო კაციტაძე და თაკო ჩორგოლაშვილი. ზოგადად, ახლა უფრო მეტად დავაფასე პარასკევის მნიშვნელობა.

იხილეთ სრულად >>>