“ახალი სტილი, ახალი სტიმული და ახალი ცხოვრების დასაწყისია ჩემთვის“ – თამთა შედანიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

0
3020

ცნობილი ქართველი მოდელი თამთა შედანია, მოდის კვირეულის დახურვაზე განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა. მან გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა და თმა მოკლედ შეიჭრა, შესაბამისად, მისი გარეგნობა შეუმჩნეველი “Hello”-ს After Party-ზე შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ, თამთა შედანია “მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– თამთა, რატომ შეიცვალეთ იმიჯი?

– მოდელისთვის გარეგნობის რადიკალურად შეცვლა, სარისკო არის, მითუმეტეს მეც არ ვარ ასეთი ცვლილებების მომხრე, მაგრამ ამჯერად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მოდის კვირეულზე სხვა ჩვენებებზე ძველ თამთას ხედავდა საზოგადოება, გუშინ კი, ბესარიონის ჩვენებისთვის თმა მოკლედ შევიჭერი და ასეთი სიურპრიზი მოვუწყვეთ მაყურებელს. ამის გარდა „ვოგის“ ფოტოსესიაში გადამიღეს და მათი თხოვნა იყო, განსხვავებული ვარცხნილობა მქონოდა, ასეთ შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. ვთვლი, რომ მიხდება ეს იმიჯი. ახალი სტილი, ახალი სტიმული და ახალი ცხოვრების დასაწყისია ჩემთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here