PrOject – ასე ჰქვია ახალ საახალწლო პროექტს, რომელშიც რადიოწამყვანები ნიკა კაცია, გვანცა გადაბაძე და ნიკო ცალანი გაერთიანდნენ. პროექტის იდეა ნიკა კაციას ეკუთვნის. მცირე ხნის წინ ჟურნალისტსა და წამყვანს გაუჩნდა იდეა, მეგობრებთან ერთად ისეთი სიმღერა ჩაეწერა, რომელსაც ადამიანები ადვილად აჰყვებოდნენ და სიამოვნებით შეასრულებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ამოცანა წარმატებითაა შესრულებული. კომპოზიციის არანჟირება და მუსიკალური პროდიუსინგი მომღერალ გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის, ლექსი სიმღერისთვის ანი კავლელიშვილმა დაწერა, ხოლო მელოდია – ნიკა კაციამ.
„არ მახსოვს“ ისეთი სიმღერაა, რომელიც ნამდვილად აგეკვიატებათ და ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი დღეს, 28 დეკემბერს, საღამოს ხუთი საათიდან, რადიო „არ დაიდარდოს“ ჩართავთ. ნიკო, გვანცა და ნიკა, 5 საათიდან მოყოლებული, „არ დაიდარდოს“ შემდეგ, კიდევ სამ რადიოეთერს მოივლიან და სიმღერას წარადგენენ როგორც „ფორტუნას“, ასევე „ფორტუნას პლუსის“ და „ავტორადიოს“ ეთერში. სხვათა შორის, ნიკა კაცია „ფორტუნას“ წამყვანია, გვანცა გადაბაძე – „ავტორადიოსი“, ხოლო ნიკო ცალანი – „ფორტუნა პლუსის“.
აღსანიშნავია, რომ დღესვე, 5 საათზე „იუთუბზე“ აიტვირთება სიმღერაზე გადაღებული კლიპი, რომლის პროდიუსერი ნინი დედალამაზიშვილია, ხოლო რეჟისორი, სანდრო მარგველაშვილი. კლიპში საახალწლოდ მორთული თბილისის ულამაზეს კადრებს ნახავთ.
პროექტის შექმნაში მონაწილეთა სია ასეთია:
იდეის ავტორი: ნიკა კაცია
პროექტის ავტორები: ნიკა კაცია; გვანცა გადაბაძე; ნიკო ცალანი;
სიმღერის ავტორი: ნიკა კაცია
ლექსის: ანი კავლელიშვილი
არანჟირება: გიორგი დათიაშვილი
მუსიკალური პროდიუსინგი: გიორგი დათიაშვილი; ნინო მურღულია
კლიპის პროდიუსერი: ნინი დედალამაზიშვილი
რეჟისორი: სანდრო მარგველაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: სანდრო მარგველაშვილი
ოპერატორი: ბაჩო ავალიანი
დრონის ოპერატორი: ლუკა ჩადუნელი
ოპერატორის ასისტენტი: ლაშა კაცია
ფოტოგრაფი: სანდრო მარგველაშვილი
Drone Production Georgia
განსაკუთრებული მადლობა: თაკო დოლაბერიძე & Orangery Cafe & More