ახალი ეტაპი ნიკოლას ქანთარიას ცხოვრებაში – რა გაუმხილა ექსკლუზიურად Music Box-ს დიზაინერმა

0
64

დიზაინერი ნიკოლას ქანთარია როგორც ყოველთვის სიახლეების ფაზაშია. რამდენიმე დღის წინ მის ფეისბუქზე გამოჩნდა სტატუსი შემდეგი სიტყვებით “ახალი ეტაპი”… ჩვენც დავინტერესდით რა იქნებოდა მისი მომდევნო ეტაპი და თავად მას ვკითხეთ.

ნიკოლას, ვიცით რომ მუდამ სიახლეებს სთავაზობ ბრენდის მომხმარებლებს, რა არის შემდეგი ეტაპი?

– დიახ, ეს არის ჩემის აზრით ძალიან დიდი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. პირადში და ასევე ბრენდში დიდი სიახლეებია. ლოკაციურად ჩემი ბრენდის ოფიციალური მაღაზიის ადგილმდებარეობა ცოტა ხანში შეიცვლება, მოგეხსენებათ რომ ვაპირებ ნიკოლასის ატელიეს გახსნას, რომელიც სავარაუდოდ მალე გამოჩნდება ერთ-ერთ ცნობილ ქუჩაზე.

წეღან ახსენეთ პირდი სივრცე… რას გვეტყვით თქვენს პირადზე?

– ვერაფერს იმის გარდა, რომ თუ ბედნიერი ხარ მაშინ ყველაფერი ძალიან ფერადი და ადვილად გასაკეთებელია… მე ბედნიერი ვარ და მაბედნიერებს ჩემი საქმე, შესაბამისად ვერ ვიცლი ვერაფრისთვის გარდა სიახლეების კეთებისა.

თბილისი მოდის კვირეულისთვის ემზადება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს აინტერესებს იღებს თუ არა ნიკოლასი მონაწილეობას ამ სეზონზე?

– არა. ამ სეზონზე როგორც აქამდე ყველა მოდის კვირეულის ფარგლებში ვარ ცალკე ხაზი, ვაკეთებ უნისექს კოლექციას და ვაპირებ წარვადგინო განსხვავებული ვიდეოარტის საშუალებით და საქავერო მთავარი ფოტოთი. ვფიქრობ რომ ჩვენებები ჩემი არ არის, შესაბამისად მირჩევნია ისევ და ისევ გამოვირჩეოდე და ცალკე ვაკეთო დიდი საქმე, მითუმეტეს რომ ამ ყველაფერს საქველმოქმედო ხასიათი აქვს.

არის ისეთი რამ, რაც ჯერ არავინ იცის და ექსკლუზიაურად გაუმხელ Music Box-ს?

– არის, არის… მალე გამონდება ჩემი, როგორც დიზაინერის სხვა რაკურსი და საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ ჩემი ბრენდი. ამას გარდა ახლა კეთდება BRANDNICKOLA’S.COM-ი სადაც ონლაინ გაყიდვები იქნება შესაძლებელი და ძალიან ბევრ სიახლესაც სწორედ ამ საიტის საშუალეით გაიგებთ.

საინტერესოა, წარმატებებს გისურვებთ ნიკოლას. ველით ნიკოლასის სხვა რაკურსს და ბრენდში სიახლეებს.

– წარმატებები თქვენ…

0N2B3417

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here