მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე მანქანას ყიდის. იმედაძემ საკუთარი ავტომობილის მონაცემები უკვე განათავსა ინტერნეტში და ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გააზიარა. ქრისტინეს გადაწყვეტილებას მის მეგობრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: გაგიჭირდა? კითხულობს რეპერი ძვალი, რაზეც ქრისტინე პასუხობს, რომ ალბომი აქვს დასამთავრებელი და ავტომობილის გაყიდვა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა.
იმედაძის ავტომობილი „ფიატის“ მარკისაა, რომელიც 2013 წელს არის გამოშვებული. ავტომობილს ქრისტინე იმედაძე 9500 დოლარად ყიდის.