ახალგათხოვილი ნინი წიკლაურის სენტიმენტები – “მყავს უსაყვარლესი და უთბილესი მეუღლე…“

0
58

მომღერალი ნინი წიკლაური ახლახან დაოჯახდა. მისი მეუღლე თემო ტუღუშია. წყვილმა ქორწილი გადაიხადა. ნინი ბედნიერებას ვერ მალავს და ამ თემასთან დაკავშირებით სენტიმენტალურ მოსაზრებას თავისი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

“ბოლო 1 წელია, ჩემი ცხოვრება შეუმჩნევლად შეიცვალა, მე არ ვწერ სტატუსებს და არ ვკითხულობ კომენტარებს, არ ვუყურებ ტელევიზორს, არც ერთ საინფორმაციოს, მე არ ვიცი, ვინაა პოლიტიკაში და ვინაა საგარეო საქმეთა ან თავდაცვის მინისტრი:) მყავს უსაყვარლესი და უთბილესი მეუღლე,რომელიც ზუსტად ჩემნაირად ზედმეტი ინფორმაციის გარეშე ცხოვრობს. ჩვენი ცხოვრება მშვიდია… ვწერ და ვმღერი ისე, რომ არავის ვაწუხებ ჩემი ზედმეტი აქტიურობით. შეძლებისდაგვარად ვეხმარები გაჭირვებულთ და ეს სიკეთე ყოველთვის უკან მიბრუნდება. მოკლედ,მადლობა ყველას,ვინც ჩემი ბედნიერება გაიზიარეთ,შეიყვარეთ ერთმანეთი…“ – მოგვიწოდებს მომღერალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here