„რუსთავი 2“-ზე ნიკოლოზ ხაჩიძის „სხვა კითხვებს“ დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე პასუხობს.
ახლახან გავრცელებული ანონსიდან ჩანს, რომ წინ გულწრფელი ინტერვიუ გველოდება, სადაც ცნობილი დიზაინერი მამასთან დამოკიდებულების შესახებ ჰყვება და ამბობს:
„ძალიან რთულია, კიდევ დაბრუნდე წარსულში. გულის სიღრმეში ვფიქრობდი, მაღიარებდა თუ არა მამა…“
ამავე გადაცემაში ავთანდილი პასუხობს წამყვანის შეკითხვას, აკეთებს თუ არა მის პლაგიატს დემნა გვასალია.