აკა სინჯიკაშვილის ახალი ბრალდებები თეონა ბაღდავაძეს და მისი პასუხი – „თუ ვინმე დასმდევს მალულად, არ ვიცი…“

0
1635

„წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ გახდა საჭირო, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. შეგახსენებთ, რომ „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს, აკა სინჯიკაშვილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.

აკამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე ))) სამაგიეროდ, სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ, რა უბედურება ხდება საერთოდ ))) არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ )) ვერც ერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე, ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი )) სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი. ზუსტად ამიტომ არ შევარჩენ არავის არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ ვერავინ. როგორც დაგპირდით, შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის შენობა აშენდება და ეს აუცილებლად ასე იქნება. ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს და არა ის, რასაც ამბობს. ჰოდა გამოჩნდება სულ მალე, ვინ ამბობს და ვინ აკეთებს )))

სიკეთე გადამდებია“.

ახლახან თეონამ კიდევ ერთხელ უპასუხა აკას ბრალდებებს და დაწერა:

„ზუსტად ვიცი, რომ არც ერთ ჩემს მეგობარს ამის ახსნა არ სჭირდება, მაგრამ იყოს მაინც 🙂 რაც შეეხება „ სხვა გამოძებას“, რაც გუშინ სინჯიკაშვილმა ახსენა, ამაზე სასაცილო არგუმენტს ვერაფერს მოიფიქრებდა. არანაირი სხვა გამოძიება არ არსებობს, გარდა ფინანსური პოლიციისა, რომელმაც საკმაოდ დეტალური საბუთები მოითხოვა, იმისთვის, რომ დარწმუნებული ყოფილიყო, რომ საქმეში არ არსებობს დანაშაულის არანაირი ნიშანი, მიმოწერები ინგლისთან, ჩინეთთან, საქმე შეისწავლა როგორც დამოუკიდებელმა აუდიტმა, ასევე საგადასახადომ. ჩემგან არავის სხვას დოკუმენტები არ მოუთხოვია, შესაბამისად, თუ ვინმე დამსდევს მალულად და მაკვირდება ღამ-ღამობით, წითელ ცხვირს ხომ არ ვიკეთებ და ქუჩებში ხომ არ დავთარეშობ, ეგ უკვე არ ვიცი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here