აეროსმიტის შემდეგ “BLACK SEA ARENA -ს” სცენას “სუხიშვილები“ დაიკავებენ

0
1841

ქართული ცეკვა, ჩვენი კულტურის ნათელი მაგალითია. ქართულ ქორეოგრაფიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენამდე კი მოაღწია ქართული საცეკვაო ხელოვნების მრავალმა შეუდარებელმა ნიმუშმა, რომელიც დროთა გამავლობაში დაიხვეწა და გამდიდრდა. ამ ყველაფერს კი ჩვენს თანამედროვეობაში, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები“ უწყობს ხელს. ანსამბლი ამ სეზონზე დამაარსებლის, ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ილია (ილიკო) სუხიშვილის დაბადების 110-წლისთავს კონცერტებით აღნიშნავს. მოცეკვავეები ამჯერად გასტროლებიდან დაბრუნდნენ და 11,12,13 მაისის საღამოებისთვის ემზადებიან, რომელსაც სოლიდარობის ფონდთან ერთად ბავშვების დასახმარებლად გამართავენ და რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here