ადელმა დაგეგმილი კონცერტი, ავადმყოფობის გამო გადადო…

0
2746

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა , რომელიც ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება, არიზონას შტატში, ფენიქსში დაგეგმილი კონცერტი, ავადმყოფობის გამო გადადო. ეს ამ ქალაქში, ადელის რიგით მეორე კონცერტი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემსრულებელს ჩვენთვის უცნობი ვირუსი შეეყარა. ადელმა უსიამოვნო სიახლე ფანებს, ვინც მის კონცერტს ელოდა, თავად შეატყობინა.

adele

ადელმა განაცხადა რომ, არაერთხელ სცადა ხმის გავარჯიშება, თუმცა ავადმყოფობის გამო მას არაფერი გამოუვიდა. ასერომ მომღერალმა უხარისხო გამოსვლას, კონცერტის გადადება ამჯობინა.

შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა შემსრულებელმა, ლოს ანჟელესში გამართულ კონცერტზე, საჯაროდ გადაუხადა მადლობა თავის ფანს, რომელიც ადელის კონცერტზე მხოლოდ იმიტომ არ მივიდა რომ, ავად იყო და არ სურდა ავადმყოფობა საკუთარი კუმირისთვისაც გადაედო. ნამდვილი ბედის ირონიაა, რომ მიუხედავად ამისა ვირუსი ადელსაც შეეყარა და მისი დაგეგმილი კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here