ადელის მოულოდნელი დაბრუნება – მომღერალმა ახალი სიმღერის თიზერი წარმოადგინა

0
31

სამწლიანი პაუზის შემდეგ ადელმა ფანები მოულოდნელად გაახარა – ბრიტანელი შემსრულებლის ახალი სიმღერის თიზერის პრემიერა სრულიად მოულოდნელად ბრიტანული იქს ფაქტორის ეთერში შედგა – ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ნამუშევრის პრემიერა, ანდა იგულისხმება თუ არა, რომ ახალ ნაწაერმოებს სულ მალე ალბომიც მოჰყვება – ადელის ამ დროისთვის ბოლო დისკი ხომ 4 წლის წინ, 2011-ში გამოვიდა.

ადელის ამ დროისთვის გამოსული ბოლო სინგლი 2012 წელს ჩაწერილი “Skyfall” გახლავთ – ჯეიმს ბონდის მორიგი სერიის საუნდტრეკი – ნამუშევარმა მომღერალს დიდი წარმატება და კომერციული მოგება მოუტანა. მაშინ, როდესაც გადამღებმა ჯგუფმა ახალი სერიის კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა და საუნდტრეკისათვის ავტორის ძიება დაიწყო, მათ კვლავ ადელს მიმართეს – მისი პროექტში ჩართვა ყველაზე მეტად 007-ის როლის შემსრულებელს, დენიელ კრეიგს სურდა, თუმცა, მომღერალმა უარი განაცხადა, როგორც გამოცემები ამტკიცებენ, 27 წლის არტისტი ზედმეტ რისკს მოერიდა – თითქმის შეუძლებელია ისეთ ჰიტს აჯობო, როგორიც “Skyfall” არის, ადელს კი სულაც არ აწყობდა, მისი ახალი ნამუშევარი წინას ჩრდილში მოქცეულიყო.

სამაგიეროდ, “აგენტი 007“-ის შემქმნელებმა მალევე იპოვნეს ადმაიანი, რომელიც მათთან მუშაობას გარისკავდა – ეს ახალგაზრდა ასევე ბრიტანელი მუსიკოსი, სემ სმიტი გახლავთ – მომღერალმა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გაამხილა, რომ “სპექტრისთვის“, ბონდიანას“ ახალი სერიისთვის ქმნიდა ნამუშევარს. “Writing’s On The Wall”-ის პრემიერა ოქტომბრის დასაწყისში შედგა.
[jwplayer mediaid=”4875″]