ნიუ იორკში “Madison Square Garden“-ში, ადელის მეექვსე კონცერტის შემდეგ რეკორდი დაფიქსირდა. ალბომმა სახელწოდებით “25“, რომელიც მსმენელმა გასული წლის შემოდგომაზე მოისმინა, ბრილიანტის სტატუსი მიიღო, რაც ათგზის პლატინის წოდების ტოლფასია. ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული კრებულის 10 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი ამერიკის ხმის ჩამწერი სტუდიების ასოციაციამ დააფიქსირა და ადელი შესაბამისი სერთიფიკატითაც დააჯლდოვა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა მომღერალმა, ბრილიანტის სერთიფიკატი უკვე მეორედ მოიპოვა. აქამდე ასეთ რეზულტატს მან, რამდენიმე წლის წინ მიაღწია, ალბომით “21“, თუმცა მაშინ გაყიდვების 10 მლიონიანი ნიშნულის მისაღწევად, კრებულს თითქმის 2 წელი დასჭირდა.
როგორც “Billboard“ იტყობინება, ადელამდე ორგზის ბრილიანტის სერთიფიკატის მოპოვება ისტორიაში მხოლოდ ორმა შემსრულებელმა მოახერხა, ესენი არიან ბრიტნი სპირსი და სელინ დიონი.