ადელი ახალი ალბომის რელიზისთვის ემზადება

0
29

ადელის ფანებო, გიხაროდეთ! მომღერალი, რომელიც 2012 წლიდან მოყლებული ოჯახის საქმეებშია ჩართული და თავისი თაყვანისმცემლები მიივიწყა, დიდი დაბრუნებისთვის ემზადება, მალე დღის სინათლეზე ადელის ახალი მუსიკალური კრებული გამოვა, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ თავად მომღერალმა გაგვანდო. შეგახსენებთ, რომ ადელმა ბოლო ტრეკი – “Skyfall” ჯერ კიდევ 2012 წელს გამოუშვა მას მერე არტისტმა შემოქმედებითი პაუზა აღო და მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა მასშტაბურ კონცერტებზე. მომღერალმა თავისი გაქრობის მიზეზებზეც ისაუბრა.

ადელის ახალი ალბომის სახელწოდება “25“ არის. მომღერლის დიდი დაბრუნება სწორედ ამ უკანასკნელით აღინიშნება. თავის თვითერის პოსტში არტისტი გამოტყდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისთვის ოცნებად ბევრი რამ დარჩა, მათ შორის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება და წონაში კლება, თუმცა ერთი ოცნების ასრულება მაინც მოახერხა და ალბომის ჩაწერას თავი მოაბა. “ჩემს თას ვაკოწიწებ და მინდა, რომ ეს ყველაფერი ალბომში ჩანდეს. რთულია ამდენხნიანი პაუზის შემდეგ მთელი გრძნობის ერთ კრებულში მოქცევა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანიც ესაა.

შეგახსენებთ, რომ ადელის ბოლო ალბომი დღის სინათლეზე 2011 წელს გამოვიდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. ამბობდნენ, რომ კრებული მის მისტიურ ექს ბოიფრენდს ეძღვნებოდა. არაა გამორიცხული, რომ იგივე თემატიკა ახალ ალბომშიც გაგრძელდეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მომღერალი 41 წლის საიმონ კონეკისთან ერთად ცხოვრობს და შვილს ზრდის.

სულ რამდენიმე საათის წინ კი მუსიკოსის ახალი კლიპის პრემიერა შედგა სიმღერაზე “Hello”, რომელიც ამ დროისთვის ნახევარ მილიონამდე მნახველს ითვლის…

[jwplayer mediaid=”5158″]