მომღერალი ნინა წკრიალაშვილი საკუთარ გარეგნობაზე თითქმის ყველა საშუალებით ზრუნავს. პლასტიკური ოპერაციების პარალელურად, ნინა წამწამებსაც ხელოვნურად იგრძელებს. ამის შესახებ მან „სხვა შუადღეში“ ისაუბრა.
„ორ წელიწადნახევარია საკუთარ წამწამებს ვიგრძელებ. თმაც დაგრძელებული მაქვს, რამე თუ არ დავიგრძელე ისე არ მომწონს. თვეში ერთხელ ვიტარებ ორსაათიან პროცედურას და ვიგრძელებ წამწამებს. როცა დაგრძელებული მაქვს წამწამები შემიძლია მაკიაჟის გარეშე გამოვიდე ქუჩაში“ – განაცხადა მომღერალმა.
გადაცემის მსვლელობის დროს ერთ-ერთმა წამყვანმა, ნინო ხოშტარიამ აჩიკო სოლოღაშვილს ხელოვნურად დაუგრძელა წამწამები. წამწამების დაგრძელების შემდეგ, გვანცა დარასელიამ აჩიკო სოლოღაშვილი კონჩიტას შეადარა.