აჩიკო სოლოღაშვილმა საკუთარი გემოვნების შესაბამისი ქართული ბრენდი იპოვა

0
954

Random Wear ქართული ბრენდია, რომელიც ორიენტირდება ხარისხზე, ხელმისაწვდომ ფასებზე, სისადავესა და იმავდროულად, გამორჩეულ სტილზე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დეტალებზე აქცენტში გამოიხატება. შემთხვევითი ტენდენციების ერთმანეთთან დაკავშირებას ახალი ქართული ბრენდი ოსტატურად ახერხებს და უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანის გულიც მოიგო.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ძალიან ახლოს არის მსახიობსა და ტელეწამყვან აჩიკო სოლოღაშვილთან, რომელიც Random Wear-ის ნამუშევრებში გამოეწყო და მათ სარეკლამო კამპანიაში სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა.

სხვადასხვა ფერის ზედები, მათ შორის მაისურები და პერანგები, კრემისფერი, შავი, ხაკისფერი და ზაფხულისთვის აქტუალური ბევრი სხვა ფერია გამოყენებული ახალ ნამუშევრებში, რომლებიც ზაფხულისთვის იდეალურ სამოსს წარმოადგენს და მათი მორგება კომფორტის ახალ საფეხურზე გადაგიყვანთ. ეს ნივთები, რომლებიც აჩიკო სოლოღაშვილს აცვია, უკვე გელოდებათ გუდიაშვილის 11 ნომერში, ატელიე „მაკრატელში“.

RANDOM WEAR მომავალშიც სასიამოვნო და კრეატიულ სიახლეებს გვპირდება მათ, ვისაც ყოველდღიურად განსხვავებულად ჩაცმა უყვარს და დეტალებს მეტ ყურადღებას მიაპყრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here