მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი ახლახან მამა გახდა. მას და მის ჟურნალისტ მეუღლეს, ნუცა ქავთარაძეს პირველი შვილი, სანი შეეძინათ.
აღფრთოვანებული მსახიობი და მისი მეუღლე ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებენ დიდ ემოციებს…
ნუცა ქავთარაძე:
„ცხრა თვის განმავლობაში მეუღლე გვერდით მყავდა. ყოველ წამს ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. მაგრამ მამაკაცმა რაც უნდა გააკეთოს, ფეხმძიმე ქალის განცდებს სრულად ვერ გაიზიარებს. იმას, რომ გინდა, მთავარ მომენტში მეუღლე შენ გვერდით იყოს, ორი მიზეზი აქვს: ერთი, ეგოისტური, რომ მარტო არ იყო, მაგრამ მეორე მთავარია, მე ვიცოდი, რომ იმ ემოციებს, რაც შვილის დაბადებას ახლავს, აჩიკოს სიტყვებით ვერ გადავცემდი, ამიტომ მინდოდა, ეს ერთად განგვეცადა და ორივეს დაგვმახსოვრებოდა“.
აჩიკო სოლოღაშვილი:
„გარდა იმისა, რომ ნუცას ასეთ სიტუაციაში მარტო ვერ დავტოვებდი, მესმის, რომ რთულია, მაგრამ ჯობს, მამაკაცმა შენი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ერთადერთი, რაც ამ დროს საყვარელი ადამიანისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, გვერდზე დგომით მისი ტკივილისა და ნერვიულობის გაზიარებაა. თუმცა ბუნებრივია, რისი ატანაც ქალს შეუძლია, მამაკაცი ამას ვერ გაუძლებს“.