ჩვენს საზოგადოებაში, ქართულ ენაზე შესრულებული სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა სიმღერას მშობლიურ ენაზე, დღითიდღე სულ უფრო ნაკლები მომღერალი ასრულებს. ჯერ კიდევ 2004 წელს, გამორჩეული ტემბრითა და შესრულებით, მაყურებლის მოხიბლვა აჩიკო ნიჟარაძემ შეძლო. მისი დებიუტი “ნუცას სკოლაში” შედგა, შემდეგ იყო ჯეოსტარი, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა. ამის მიზეზად თავად მომღერალი, სწორედ ქართულ რეპერტუარს ასახელებს. ახლა კი აჩიკო “Music box-ის” კამერების წინ იხსენებს, თუ როგორ შეძლო წარმატების მოპოვება. ჩვენი გადამღები ჯგუფი მას სახლში ესტუმრა, სადაც აჩიკომ თავისი ოჯახი გაგვაცნო.