აჩიკო მეფარიძე: „ყველაზე დიდი თავისუფლება ედუარდ შევარდნაძის პერიოდში იყო…“

0
636

აჩიკო მეფარიძე „პროფილს“ სტუმრობდა. მაია ასათიანთან ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში მეტ თავისუფლებას გრძნობდა. ასე უპასუხა მან მაია ასათიანის კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის თავისუფლება.

აჩიკო მეფარიძე:

„რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, თავისუფლება ედუარდ შევარდნაძის პერიოდში. 1997-დან პერიოდს ვამბობ, 2000 წლამდე და კიდევ რამდენიმე წელი.

პირადი თავისუფლება ზოგად თავისუფლებას ხომ უკავშირდება? როდესაც შენი სული თავისუფალია, არ გაქვს შეზღუდვა, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლებაო. 1997 წელს ჩემი სული იყო თავისუფალი. ახლა როგორ არ ვარ თავისუფალი, მაგრამ მაინც არის ისეთი შეზღუდვები და ისეთი რაღაცები ხდება, რომელიც არასასიამოვნოა და ვერ იტყვი, რომ თავისუფლებაა. ეს არ არის ის, რომ რაც გინდა, გააკეთო. თუნდაც ავიღოთ ის, რომ არ შეგიძლია, 11 საათის შემდეგ ქუჩაში გახვიდე. დაგირეკა მეგობარმა, მოდი, რა გამოდიო, შენ კი ვერ მიდიხარ. შეზღუდვაა, აბა, რა არის?“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here