აჩიკო მეფარიძე შვიდი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, ბოლო სამი წელია კი, თბილისს დაუბრუნდა და წყნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობს, სადაც ეზოს მოწყობითაა დაკავებული. მასთან ინტერვიუ სასტუმრო „ამბასადორში“ ჩავწერეთ.
აჩიკო მეფარიძე:
სამი წელია, აქ ვარ, მაგრამ ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ, გასტროლებზე. აქ, სამწუხაროდ, არ იმართება ბევრი კონცერტი.
რომ შევადაროთ იმ პერიოდს, როცა ვამბობდით, შოუბიზნესი არ არსებობსო, ახლანდელი პერიოდი…
მაშინ შოუბიზნესი ნამდვილად არსებობდა, რადგან კარგი, ნორმალური შემოსავალი მქონდა. უბრალოდ, მაშინ ცოტა სხვა ჩარჩოები და ზომები უნდოდათ ყოფილიყო და ყველას სურდა, ჰქონოდა სხვა მასშტაბი, ასე არ ხდება. ვერ ვიტყვი, რომ გამონაკლისი ვიყავი, ვისაც შემოსავალი ჰქონდა. იყო რაღაც პროცენტი, რომელიც ამ საქმით მშვენივრად ცხოვრობდა, ზოგს მეტი ჰქონდა, ზოგს – ნაკლები, მაგრამ ანაზღაურებას იღებდა. ვრცლად (ფოტოები)