5.8 C
Tbilisi
Wednesday, November 9, 2022

აჩიკო ბერიძისა ანრი გუჩმანიძის ერთობლივი დუეტის პრემიერა „ფორტუნას“ ეთერში

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქართველი მომღერლები შემოქმედებითად ძალიან გააქტიურდნენ, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უამრავი ახალი სიმღერა გაჟღერდა. ამჯერად. რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში, კერძოდ კი, თათა სადრაძის გადაცემა არტ FM-ში, მომღერალ აჩიკო ბერიძისა და 2018 წლის „იქს-ფაქტორი“-ს გამარჯვებულის ანრი გუჩმანიძის მიერ შესრულებული სიმღერის სახელწოდებით „I found a love„ პრემიერა შედგა. საზოგადოებას ედ შერენის აღნიშნული სიმღერის მრავალი ვერსია ახსოვს, მომღერლებმა კი არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე შეაჩერეს. არტ-fm-ს ამჯერად, მხოლოდ აჩიკო ბერიძე სტუმრობდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ სიმღერა მარიამ ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები