დღეს, 27 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრის მეოცე სეზონი ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ახალი სპექტაკლით გაიხსნება. მისი სახელწოდებაა„ ჩვენი კლასი“, ჟანრი: დრამა.
ახალგაზრდა მსახიობების ანსამბლი – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ტადეუშ სლობოდზიანეკის მომნუსხველ, სასტიკ დრამას წარმოგვიდგენენ. აღიარებული პოლონური პიესის პირველი ქართული დრამა ებრაელთა ტრაგიკული ბედის შესახებ მოგვითხრობს: ყველაფერი 1930-იან წლებში იწყება. სკოლის მოსწავლეების მშვიდობიან თანაცხოვრებას ანტისემიტური ცრურწმენების შემოჭრა მოსპობს – დანაშაულისა და შურისძიების მანკიერ წრეს დასასრული არ უჩანს, კოლექტიური ბრალდება, უსარგებლო სიმართლე და ისტორია,რომელსაც ვერ განსჯი, ვერ შეცვლი, უკან ვერ წაიღებ.
მთავარ როლებში: ანასტასია ჭანტურაია, ანა-მარია გურგენიშვილი, ნატალია გაბისონია, ლიკა მაისურაძე, სოფიო ზერაგია, ივა ქიმერიძე,ლევან სარალიძე,ბექა ხაჩიძე,გიორგი რაზმაძე, გიგა დატიაშვილი, ნოდარ იაკობიშვილი.