რუსული GQ კახი კალაძის სტილის შეგრძნებას აქებს – „ყველაზე მოდური პოლიტიკოსი…“

0
1494

რუსული GQ კახი კალაძის სტილის შეგრძნებით აღფრთოვანებულია და თბილისის ახალ მერს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ პოლიტიკოსს უწოდებს, თანაც, არა მხოლოდ საქართველოში.

როგორც პრესტიჟული გამოცემა აღნიშნავს:

„22 ოქტომბერს თბილისის მერი აირჩიეს, კახი კალაძე, საქართველოს ენერგეტიკის ექსმინისტრი, წარსულში კი მოთხოვნადი ფეხბურთელი, „მილანის“ მცველი. ჩვენ, სერიოზული პოლიტიკური გეგმების გარდა, გვინდა შევაქოთ კალაძე მისი გემოვნების გამო. ვვარაუდობთ, რომ იტალიამ თავის დროზე დიდი როლი არ მხოლოდ მისი კარიერის შექმნაში, არამედ სტილის ევოლუციაშიც ითამაშა. ამაოდ არ ჩაგვირთავს გასულ წელს 50 ყველაზე მოდური უცხოელის სიაში, რაც მეტწილად მისი ჭეშმარიტად იტალიური იმიჯების დამსახურებაა.

საკმარისია, გადახედოთ კალაძის „ინსტაგრამის“ გვერდს, რომ მიხვდეთ, რას ვგულისხმობთ. მას არ ეშინია პერანგების ზედა ღილების შეხსნა, ღია ფერებთან თამაში, მრავალფეროვანი სინთეზის შექმნა, მისნ გარდერობში მოიძებნება მაღალწელიანი შარვლები თუ შარფები, რომლებსაც ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ირგებს და თავსაბურავების დიდი რაოდენობა…

თბილისის ახალ მერს ძალიან გაუმართლა, რადგან სამოსის შერჩევისას საკამათო სიტუაციაში იცის, ვის უნდა მიმართოს, – მისი მეუღლე დიზაინერი ანუკი არეშიძეა“. ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here