ყოველწლიურად არის დღე, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება, დღე როდესაც ყველაზე მოდური ღონისძიება, მსოფლიოს ულამაზესი ანგელოზების მონაწილეებით იმართება – საუბარია Victoria’s Secret Fashion Show-ზე, რომელიც წელს 8 დეკემბერს გაიმართება. თუმცა ახალი კოლექციებისა და ბრენდის ლამაზმანების შეთვალიერების გარდა არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც შოუს ყურება ღირს – ის შემსრულებლები, რომლებიც ჩვენებას მუსიკალურად გააფორმებენ.
წელს ადრიანა ლიმას, ქენდის სვეინპოლის, ბიჰატი პრინსლუსა და ლილი ალდრიჯის გვერდით ისეთი მუსიკოსები გამოჩნდებიან, როგორებიც არიან The Weeknd, სელენა გომესი და რიანა.
სხვათაშორის ბარბადოსელი შემსრულებლისთვის Victoria’s Secret-ის სცენა უცხო არ არის. 2012 წელს მომღერალმა ულამაზესი შოუ უჩვენა მაყურებელს და თავისი ერთ-ერთი ჰიტი “Diamonds” შეასრულა.