ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის კლიპის გადაღებები კახეთში მიმდინარეობს (ფოტოები)

0
2591

Fortuna.ge-სთვის გახდა ცნობილი, რომ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალ სიმღერაზე, „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, რომელიც რადიო „ფორტუნაზე“ უკვე ჟღერს და მსმენელმაც შეიყვარა, კლიპს კახეთში იღებენ. მომღერლებმა გადაღების ადგილი ბოლომდე არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კლიპი ძალიან ლამაზი კადრებით იქნება სავსე. ვიდეოს რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, პროდიუსერი – თაკო დოლაბერიძე.

ნესტან სინჯიკაშვილი, რეჟისორი:

კლიპი იქნება ძალიან ლამაზი, ულამაზესი კადრებით, შინაარსს დავტოვებ ინტრიგად (იღიმის). სიმღერა ძალიან ემოციურია და ინსპირაციაც სწორედ აქედან მომივიდა.

 

თაკო დოლაბერიძე, პროდიუსერი:

მე მოვხვდი ამ კლიპის პროდიუსერად, დამევალა ლოკაციის შერჩევა, შეთანხმება. გუშინწინ ჩამოვედი კახეთიდან და დღეს ისევ აქეთ წამოვედით. კახეთში ვართ ულამაზეს ადგილას, დილიდან ღამემდე კლიპის გადაღებებით ვიქნებით დაკავებული. ეს პროცესი მაინტერესებს. სიმღერა ძალიან მომწონს და ასევე მომწონს ისიც, რომ კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია. მიხარია, რომ ნოდიკოსა და სალომეს კლიპს ვიღებთ, რადგან დიდი ხანია, მათ ვიცნობ, ერთად მოვდივართ და ვმეგობრობთ… დუეტიც შესანიშნავია.

 

სალომე ბაკურაძე:

ზუსტ ლოკაციას არ გაგიმხელთ. შეკრებილები ვართ იმისთვის, რომ გადავიღოთ ახალი ვიდეორგოლი. ჩვენი დუეტი თქვენი რადიოს საშუალებით უკვე შეიყვარა უამრავმა მსმენელმა. ვფიქრობთ, რომ კლიპი გამოვა სიმღერასავით საყვარელი.

 

ნოდიკო ტატიშვილი:

მუსიკის ავტორია ლილიკო ნემსაძე, ლექსის ავტორი – ირინა სანიკიძე, არანჟირების: ბორიკო შხიანი, ჩავწერეთ „ბრავო რეკორდსში“. როგორც უკვე აღინიშნა, მართლა ძალიან ლამაზ ადგილას ვიღებთ და ლამაზი ვიდეო იქნება. სიმღერა „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ სიყვარულზეა, როგორც რადიომსმენელმა იცის. ვფიქრობ, შეყვარებულებისთვის ძალიან საყვარელი სიმღერა იქნება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ ოთხი ძალიან კარგი და სიმპათიური სახე გამოჩნდება ამ ვიდეოში, რომელსაც მაყურებელი იხილავს დაახლოებით 10 ნოემბრისთვის.

ნინო მურღულია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here