„და „პირველი არხი“ როცა შეიქმნა და ორი საათი მაუწყებლობდა, ბაბუაჩემი რომ დაიბადა… რა მაღალი რეიტინგი ჰქონდა იცით?!“ – დაწერა ახლახან სტეფანე მღებრიშვილმა, „ნიჭიერის“ ჟიურის წევრმა. ის, როგორც ჩანს, ასე ეხმაურება იმ პოლემიკას, რომელიც დილიდან „ნიჭიერის“ რეიტინგის გარშემო მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ „ნიჭიერს“ თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რაც იმის ბრალია, რომ ის „რუსთავი 2“-ზე აღარ გადის. გიორგი ხაბურზანიამ ამ მოსაზრებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა მთვლელის მონაცემებით, „ნიჭიერმა“ გუშინ რეკორდულად მაღალი პროცენტი დადო.
სტეფანეს ამ სტატუსის ქვეშ ნანიკო ხაზარაძემ დადო ერთ-ერთი მთვლელის მონაცემი, სადაც „ნიჭიერს“ 20% აქვს. ამ პოსტმაც გამოიწვია კამათი, წერენ, რომ „ნიჭიერისთვის“, რომელსაც 23 და 25 %-იც ჰქონია, ეს შედარებით დაბალი მონაცემია, თუმცა 20% ტელეგადაცემისთვის ცალსახად ძალიან მაღალი რეიტინგია. მაყურებელი წერს, რომ ვისაც „ნიჭიერი“ უყვარს, მას ყველა არხზე უყურებს.