„ჩემი ბიჭი ძველ ფორმას იბრუნებს ციხეში. ზოგი ჭირი მარგებელია“ – ასეთი წარწერით განათავსა ძველი მეგობრის, ლევან როსტოშვილის, იმავე როსტოს ფოტო ნანუკა ჟორჟოლიანმა. ფოტო ახლახან არის გადაღებული ციხეში, სადაც ცნობილი სახე სასჯელს იხდის ნარკოდანაშაულისთვის.
როგორც ნანუკა აღნიშნავს, თუკი რამე არ შეიცვალა, როსტოს შვიდი წელი დარჩა მოსახდელი. მისი მეგობარი, ლაშა კურტანიძე კი, რომელიც მასთან ერთად დააკავეს, საპყრობილედან ახლახან გაათავისუფლეს.
ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი წერს, რომ როსტო ციხეში გაიცნო:
„თან კარის მაისურით რო მოძრაობს. ვიზეიმეთ გლდანში ერთად ზაზას ჩემპიონობა ❤️ საოცრად თბილი ბიჭია, ვინმემ არ დაიჯეროს, შეიძლება ,მაგრამ გლდანში გავიცანი და იქ დავმეგობრდით, გვერდიგვერდ ვცხოვრობდით, ყველა მაგრად აფასებს, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია 😍😍 მალე ჩვენთან ერთად იქნება, მჯერა“.
კომენტარებში წერენ, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა „ციხე მოუხდა კაცს“. ვრცლად