46 წლის მაკა ჩიჩუა მესამე შვილის მოლოდინში – „გვიან გავიგე, რომ ორსულად ვიყავი…“ (ვიდეო)

0
3284

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა „იმედის დღეს“ ესტუმრა და საკუთარ ფეხმძიმობაზე და „ნიჭიერზე“ ისაუბრა, ამ პროექტში ის ჟიურის წევრია. ტელეგადაცემის საშუალებით, პირველმა ლედიმ რუსკა მაყაშვილის შვილის, ილიას შეძენა მიულოცა.

მაკა ჩიჩუა:

უკვე ხუთი თვის ორსული ვარ. წარმომიდგენია რუსკას ახლანდელი მდგომარეობა, რადგან მე მოლოდინში ვარ. ხომ წარმოგიდგენიათ, ორი ორსული რომ დაჯდება, თან რუსკასთვის პირველი შვილია, მე  უკვე მრავალშვილიანი დედა გამოვდივარ, თან, ბებიაც ვარ… სულ ვშაყირობ, პირდაპირ შვილიშვილებს ვაჩენ-მეთქი, რადგან უკვე ძალიან დიდი ვარ. ვიტყვი დიდი სიხარულით, რადგან მომწონს და მახარებს ჩემი ასაკი, 46 წლის ვარ.

კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს მისი ორსულობა და რამდენად აქცევს ყურადღებას საკუთარ თავს ამ მდგომარეობაში, პირველი ლედი პასუხობს:

ნუ ჩამითვლიან, რომ 20 წლის გოგონებმა ბავშვები აღარ უნდა გააჩინონ, მაგრამ ვფიქრობ, ქალებმა ორსულობაზე 35 წლის მერე უნდა იფიქრონ. მე ბევრად უფრო გამიადვილდა, ეს ალბათ, ინდივიდუალურია. თემოზე ვიყავი იდეალური ორსული, რაც მაშოზე არ იყო, მაშო 20 წლისამ გავაჩინე და სულ რაღაც იყო…

იმდენად გვიან გავიგე ეს ორსულობა… ის არ იყო დაგეგმილი და არც ტოქსიკოზი მქონი, არც მჟავე კიტრი მინდოდა… მეგონა, რომ შებერილობა სხვა რამის ბრალი იყო. მინიმალური დისკომფორტი მქონდა, ცუდ საჭმელს რომ შეჭამ… რომ მივედი ექიმთან და დახედეს, სქესი გითხრათო? ჩემთვისაც შოკი იყო… თემოზე ბევრად უფრო გაფაციცებული ვიყავი. ვაპირებ, ამ საყვარელ ბავშვს „თემოს ძმა“ მინდა დავარქვა. თემოს გარშემო ტრიალებს მთელი ჩვენი ოჯახი, საახლობლო, თემო არის ეპიცენტრი. ახლა მას უნდა შეეძინოს ძმა,  მაგრამ ახლა მასზეა მთელი ყურადღება…

მაკა ჩიჩუა აღნიშნავს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, 10 შვილსაც გააჩენდა. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here