სოფო გელოვანის ახალი იმიჯი და კონცერტი ისრაელში კოლეგებთან ერთად (ფოტოები)

0
2114

სოფო გელოვანმა ქალაქ აშდოთში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ამფითეატრში გაიმართა და მას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ქალაქის ოფიციალური პირები, აშთოდის ვიცემერი, მოშე ბოთერაშვილი, რომლის მიწვევითაც გაემგზავრა ქართველი მომღერალი კოლეგებთან ერთად ღონისძიებაზე.

სოფო გელოვანთან ერთად მუსიკალურ ღონისძიებაზე გამოდიოდნენ მაკა ზამბახიძე, ელენე ფოჩხუა და ნუცა ბუზალაძე, ასევე ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ერისიონი“, „ქუჩის მუსიკოსები“. მომღერლებმა ქართულ და ებრაულენოვანი სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიების წამყვანი მანიკა ასათიანი გახლდათ. აშდოთში ასევე იმყოფებოდნენ და კონცერტში მონაწილეობდნენ მსახიობი პაატა გულიაშვილი და იუმორისტი ნიკა არაბიძე.

სოფო გელოვანმა მოგვითხრო კონცერტის შესახებ. მომღერალი არაჩვეულებრივად გამოიყურება ხვეულ თმაში. ვკითხეთ, როგორ მოახერხა ასეთ ფორმაში ჩადგომა.

სოფო გელოვანი:

რაც შეეხება ვარცხნილობას, ხვეული თმა ჩემია და გადავწყვიტე, აღარ გავისწორო. ფორმაში ჩადგომაზე კი გეტყვით, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის შემდეგ სისტემატური ვარჯიში გადავწყვიტე, მთელი ზაფხული ფიტნესითა და სირბილით ვიყავი დაკავებული.

კაბა ვისი ნახელავია?

ეს შავი კაბა საზღვარგარეთ შევიძინე.ფოტოები

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here