მარინა ჯანაშიამ ორი წლის განმავლობაში 14 ოპერაცია გაუკეთეს – მსახიობი რთულ დღეებზე (ვიდეო)

0
2224

ცნობილი მსახიობი მარინა ჯანაშია, რომელმაც კიბოს დიაგნოზი დაამარცხა, „იმედის დღის“ სტუმარი გახლდათ და პირველად ისაუბრა იმ განცდების შესახებ, როდესაც გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ, სცენაზე პირველად დადგა.

„საკმაოდ სუსტად ვგრძნობდი თავს თბილისში და ვამბობდი, წამიყვანეთ ჩემს დედულეთში, სხვიტორში-მეთქი. ახლაც რატომღაც ამოჩემებული მქონდა, წამიყვანეთ სხვიტორში, რადგან იქ აუცილებლად კარგად გავხდები-მეთქი. როგორც სკარლეტ ო’ჰარასთვის არის ტარა, ეტყობა, ჩემთვის სხვიტორი იგივეა… თითქმის ბოლო დღემდე მომვლელი ქალი დამყვებოდა უკან, მივლიდა, მაჭმევდა, მაბანავებდა… როგორც კი სოფელში ჩავედი, პირველ დღეს გამომყვნენ და ყველას ძალიან მკაცრად გავხედე, რომ ეს არ იყო საჭირო. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება, თამამი სიარული ჩვენს ეზოში, ქუჩაშიც გავბედე გასვლა… მოხდა ის, რომ სწორედ ამ დროს დამირეკეს თეატრიდან და მითხრეს, 5 ოქტომბერს დანიშნულია სპექტაკლი და თუ ითამაშებო? პირდაპირ დავთანხმდი, მაგრამ მერე დავფიქრდი, შემწევდა თუ არა ამის ძალა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გვქონდა ერთი სამაგიდო რეპეტიცია, შემდეგ გამოგვიყვეს დრო სცენაზე სწორედ იმ დღეს, როცა სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. ჩემი საყვარელი ადამიანები, გოჩა კაპანაძე, მანანა გამცემლიძე და მარინა კახიანი სულ უკან დამყვებოდნენ და მეხვეწებოდნენ, ახლა არ გაინძრე,  ახლა ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოო, შპაგატზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ ეტყობა, სხეულსაც აქვს თავისი მეხსიერება. როცა სპექტაკლი დაიწყო, კუდში ვერავინ გამომყვებოდა, როდესაც შპაგატის დრო დადგა, მართლა არ ვაპირებდი არაფრის გაკეთებას. ერთადერთი ადამიანი იყო მარინა კახიანი, თხემით ტერფამდე მსახიობი და არაჩვეულებრივი ადამიანია, მიხვდა, რომ შპაგატში ჩავჯდებოდი და დამითმო ადგილი… ვფიქრობდი, ღმერთო, ამას ხომ არ უნდა ვაკეთებდე-მეთქი… მაყურებელმა გმირობად ჩამითვალა…“, აღნიშნა მსახიობმა. სრულად + ვიდეო

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here