“ჩემო თბილის-ქალაქოს”, გოგი ცაბაძის მიერ დაწერილ ბრწყინვალე სიმღერას საქართველოს დედაქალაქზე, ახალი ვერსია აქვს. “სახემ” და “Bithard”-მა (ბორიკო შხიანი, ალეკო ბერძენიშვილი), Poetry’N’Motion-თან ერთად, ცნობილი კომპოზიციის ახალი ვერსია შექმნეს, რომლის პრიერაც 4 ოქტომბერს, “პრაიმშოუს” ეთერში შედგა.
სიმღერის ახალი ვარიანტი, რომელსაც დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე ასრულებენ, ძალიან სასიამოვნოდ ისმინება და უკვე დიდი რეზონანსიც გამოიწვია სოციალურ ქსელებში.