ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი „ბუდა ბარში“ 20 ოქტომბერს გაიმართება

0
1547

20 ოქტომბერს, საღამოს ცხრა საათზე, რესტორან „ბუდა ბარში“ ვალერიან შიუკაშვილის კონცერტია დაგეგმილი.  გაქვთ შესაძლებლობა მოუსმიოთ საფორტეპიანო ვარსკვლავს, რომელიც თავისი შემოქმედებით მიღებული დივიდენდებით 200-ზე მეტ ქართველ ბავშვს აძლევს შანსს, გახდეს ვარსკვლავი.

ვალერიან შიუკაშვილი – ქართველი პიანისტი, ხელოვნების აკადემიის რექტორი. მისი სახელი შეტანილია „XXI საუკუნის ვარსკვლავების“ წიგნში.

ვალერიან შიუკაშვილი ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. იგი არის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, საერთაშორისო პროგრამა „ახალი სახელების“ ლაურეატი და სხვა მრავალ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული პიანისტი. 1998 წელს მას ისრაელის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია მიენიჭა, 2001 წელს კი რუსეთში ჩატარებულ მარია იუდინას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გრანპრის მფლობელი გახდა. იგი ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

ვალერიანმა დაკვრა 12 წლის ასაკში დაიწყო და ექვსი თვის შემდეგ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორკესტრთან ერთად მოცარტის 23-ე კონცერტი დაუკრა, რის შემდეგაც მისმა ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ვალერიან შიუკაშვილი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და არის მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. ამჟამად, ვალერიანი არის ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამაარსებელი, გენერალური დირექტორი და ხელოვნების აკადემიის ფარგლებში ხელს უწყობს მომავალი თაობის მუსიკალურ აღზრდას.

მისი ჩანაწერები აგრეთვე გამოცემულია CD ფორმატში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here