ამ შემოდგომას თბილისში ცნობილი ბრენდი H&M გაიხსნება. გახსნის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ქართველი მომხმარებლისთვის, რომელსაც ეს ბრენდი ძალიან უყვარს და აქამდე მხოლოდ საზღვარგარეთ ყიდულობდა, ახალი ოფიციალური მაღაზია გემოვნებიანად შემოსვის მშვენიერი შესაძლებლობა იქნება.
H&M-ის ქართულ კამპანიაში, როგორც ჭორად გავიგეთ, ქართველი ცნობილი სახეები ჩაერთვებიან. მათ შორის, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, არიან ტელეწამყვანები მიკი ჯეჯელავა და ლიკა ევგენიძე. ჯერჯერობით ოფიციალურად „სთრით სთაილის“ მონაწილე ქართველების ვინაობა არ დასტურდება.