„ჩიკა თბილისის მერად“ – რას წერენ „ჩცდ“-ს პერსონაჟზე მას შემდეგ, რაც ის საქმის გასარჩევად რუსთავში ჩავიდა (ვიდეო)

0
3214

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ვითარება, როგორც ყოველთვის, დაძაბულია. ანა ჩირაძის პერსონაჟი, ჩიკა, თავისი მეგობრის, თამუნას დასახმარებლად რუსთავში მიდის, სადაც თამუნას ახლანდელი და მოქმედი ქმარი ერთმანეთს შეხვდნენ და მათ საქმეს ურჩევს. „ქალების რევოლუცია“-მომხდარ საქართველოში ჩიკა თამუნას უფლებებს იცავს, რომელიც ქმარმა შვიდი წლის წინ მიატოვა, გაუჩინარდა და წლების შემდეგ მის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა.

ამ ეპიზოდმა სოცქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჩიკას ერთ-ერთი ფრაზა: „შორია რუსთავი?“ „ქიუბადაც“ იქცა. აიტაცეს მის მიერ ნათქვამი სიტყვებიც: „სპაზმიური“, „წაბოჟილადი“, „ისიგრძეგანებ?“ და სხვა.

ეპიზოდს უამრავი კომენტარიც მოჰყვა:

„ჩიკა თბილისის მერად“

„რომ გავიზრდები, ჩიკა მინდა გამოვიდე! :)))“

„ყოჩაღ, ჩიკა, ჩააგდებინა თუ არა ხმა კიდევ აქეთ რომ გადებს ვალს ეს იდიოტი…“

„ასეთ კაცები უნდა დაამუნჯო. საქართველოში ქალების რევოლუცია მომეწონა“

„ეს ქალი (პერსონაჟი) არის ამ სერიალის ბრილიანტი“

„მეტი ჩიკა“

„ერთი თხოვნა მაქვს თუ გაითვალისწინებთ გამიხარდება – რუსთავი ცოტა ლამაზი კუთხითაც გააშუქეთ, რამეთუ იქ ბევრი ლამაზი შენობა და ქუჩაა“.

„ჩიკა მოვა გუგავა კი არა“

„ჩიკას და ნუნუკას დატაკება მინდა“

„აი, ჩიკა გაღიარებ! რამდენმა ნაგავმა იცანით თავები ეკრანებთან?!“

„ჩიკა მოერევა თუ ნუნუკა?“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here