ინგა გრიგოლიას ქალიშვილი თხოვდება. ტელეწამყვანი ძალიან ბედნიერია და თავის სიხარულს ყველას უზიარებს. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მისი გოგონა, მარიამია გამოსახული. მარიამმა თავის დაქალებთან ერთად გოგონების წინასაქორწინო წვეულება მოაწყო. მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, სალომე ბაკურაძე და ანი და ლიკა ქორქიები, რომლებიც მარიამის ახლო მეგობრები არიან. როგორც ირკვევა, ამ შეკრებამ მარიამის ცნობილი დედის გარეშე ჩაიარა.
ინგამ გოგონების წვეულების ფოტოებს წააწერა:
„შვილის Bachelorette party -ჩემი თაობა „დევჩატნიკს“ რომ ეძახდა❤️❤️❤️❤️ გოგოების ფართი ქორწილამდე. p.s მე მომტეხეს, ბებერი ვარ ანუ…“
შეგახსენებთ, რომ მარიამი ზაფხულში დაინიშნა. მისი რჩეული ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.ფოტოები