ანასტასია ბენდუქიძე აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, კახა ბენდუქიძის ერტადერთი ქალიშვილია. სოციალური ქსელიდან ცნობილი გახდა, რომ ის დაქორწინდა. მისი რჩეული ვანო მხეიძე, რომელიც რესტორნების ქსელის „სტრადა“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელია. სწორედ ამ რესტორანში შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ახალგაზრდები.
24 სექტემბერს, ანასტასიასა და ვანოს ჯერ საბერძნეთში ჰქონდა ულამაზესი ქორწილი და ჯვრისწერა, გუშინ კი თბილისში, სიძის რესტორანში აღნიშნეს. ქორწილს უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყო ბახვა ბრეგვაძე, რომელმაც სიძე-პატარძალთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: „ვინც არ იცნობთ, გაიცანით ჩემი ახალი, ძვირფასი, უკარგესი და უსაყვარლესი რძალი“.ფოტოები