მცირე ხნის წინ თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია DECODER დაფუძნდა. 20-21 სექტემბერს მათი პირველი სტუმარი იყო ნიკოლას ჯაარი, ცნობილმა არტისტმა 20 სექტემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ამბიენტ-პროგრამა დაუკრა, 21-ში კი „სფეისჰოლში“ შეკრებილ მსმენელს ორსაათიანი განსხვავებული რეპერტუარი წარუდგინა, დარბაზში შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს ის ბისზეც გამოეცხადა.
მალევე DECODER-მა მეორე ღონისძიების ანონსიც დადო. ზოგადად, ფესტივალის კონცეფცია მუსიკალურის გარდა, ციფრული ხელოვნების დემონსტრირებასაც ითვალისწინებს და ის თვეში ერთხელ ახალ ღონისძიებებს გამართავს, თუმცა ამ შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვეს და ვინაიდან არტისტთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, 7 ოქტომბერს თბილისს გერმანიაში მოღვაწე ირლანდიელი DJ და პროდიუსერი, Mano Le Tough ეწვევა. მასთან ერთად სცენას ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელი Tade დაიკავებს.
MANO LE TOUGH თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი და უნიკალური ჟღერადობის მქონე არტისტის – NIALL MANNION-ის სასცენო სახელია. 2012 წლიდან THE DRIFTER-სა და BAIKAL-თან ერთად მართავს ლეიბლს MAEVE, სადაც გამოიცემა ისეთი არტისტების რელიზები, როგორიცაა: MATTHEW DEKAY, RIPPERTON, DIXON.
BUZZING FLY და INTERNASJONAL-ზე გამოცემული წარმატებული EP-ბის შემდეგ, 2013 წელს MANO LE TOUGH-ს სადებიუტო ალბომი „CHANGING DAYS“ მიუხენში დაფუძნებულ PERMANENT VACATION-ზე გამოვიდა, რასაც კიდევ ერთი წარმატებული LP – TRAILS მოჰყვა. MANO LE TOUGH-ს მტკიცედ სწამს, რომ დიჯეინგი ხელოვნების ფორმაა. მისმა ეკლექტურობამ, მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა და საკუთარი თავის მუდმივმა გამოწვევამ ისეთი კლუბების რეგულარული სტუმარი გახადა, როგორიც არის: BERGHAIN / PANORAMA BAR, TROUW, ROBERT JOHNSON, OUTPUT და ა.შ.
TADE, პროდიუსერი და DJ მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემული კომპოზიციები, რომლებსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.
ონლაინ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე www.spacehall.com. ფასები პირველ ეტაპზე 20 ლარია, შემდეგ 30 ლარი, იგივე თანხა იქნება ასევე ადგილზე ბილეთის შეძენის შემთხვევაში.