Easyloan წარმოგიდგენთ ბრიტანელი პოპ და როკმუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული კრის ნორმანის და მისი ბენდის კონცერტს. ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოს პირველად ეწვევა. 10 დეკემბერს, ბენდთან ერთად მისი კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში შედგება.
კრის ნორმანი ქართველ მსმენელს ყველაზე კარგად სიუზი ქუადროსთან ერთად შესრულებული დუეტით „Stumblin’ In“ ახსოვს. ეს ჰიტი მათ 1978 წელს შეასრულეს, მისი დებიუტი ბილბორდის ცხელი ასეულის მეოთხე პოზიციაზე შედგა, სინგლის მილიონობით ასლი გაიყიდა. მომღერალს რამდენიმე ათეული სოლოალბომი აქვს გამოცემული, სცენაზე 1964 წლიდან დგას. მის ერთ-ერთ მთავარ ჰიტად მიიჩნევა „Midnight Lady“, რომელიც 1986 წელს გამოვიდა და გერმანიაშიჩარტების პირველი ადგილი ექვსი კვირის განმავლობაში ეკავა და გერმანიაშივე მისი 900 000 ასლი გაიყიდა, რომ არ ჩავთვალოთ სხვა ქვეყნებში გაყიდვები. სოლო კარიერამდე ნორმანი პოპულარული ჯგუფის „Smokie“ სოლისტი გახლდათ, შემდეგ წლებში კი მოღვაწეობდა ჯგუფში „Bradford“. სოლოკარიერა მისთვის ასევე დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მომღერალი 66 წლისაა და დღემდე აგრძელებს აქტიურობას.