გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე, მარინა კარპი, ქართველებზე შეყვარებულია. ის დროის ნაწილს თავის პატარასთან ერთად საქართველოში ატარებს, რამდენიმე თვით კი სამუშაოდ, უკრაინაში მიდის ხოლმე. მარინას, როგორც ფოტოგრაფს, თავის სამშობლოში ძალიან აფასებენ და უამრავი შეკვეთაც აქვს. ახლა კიევში იმყოფება და როგორც ჩანს, საკუთარი გამოცდილების გაზიარება მოუნდა თანამემამულეებისთვის.
მარინას საინტერესო პოსტს ამ თემაზე უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ, მაგრამ არავის მოუყვეთ, კარგი? ქართველებს ძალიან სწყინთ, როცა მათ აქცენტს აკოპირებენ. ძალიან. მოდი, პატიოსნად ვაღიაროთ – თქვენ ქართულად არ საუბრობთ და ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორი სასაცილო იქნება თქვენი აქცენტი მათ ამ შემთხვევაში. მაგრამ, რატომღაც, საქართველოში, ამის გამო არავინ იცინის, პირიქით, შეგაგულიანებენ და მადლობას გადაგიხდიან ენის ცოდნისა და მის მიმართ ინტერესისთვის – სიტყვაზე მენდეთ. მეც ხანდახან გამირბის ქართული აქცენტი, მაგრამ მერწმუნეთ, არ ვმასხარაობ, უბრალოდ, ამ გარემოში ვარ და შეუძლებელია, არ „ავიკიდო“. გთხოვთ, ძალიან გ თ ხ ო ვ თ, დამიჯერეთ, რომ ქართველები მხოლოდ “хАчу”, “красывы”, “жэнщын” არ არიან. არც მხოლოდ ხინკალი და მწვადი…“