დღეს, 28 სექტემბერს, კინო „ამირანი“ „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ პრემიერას მასპინძლობს. 19:00 საათიდან წითელი ხალიჩის ცერემონია დაიწყება, 19:30 საათზე კი ფილმის პრემიერა შედგება.
ჩვენებას დაესწრებიან მსახიობები მერაბ ნინიძე, ია შუღლიაშვილი, ასევე რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი და მოწვეული სტუმრები.
29 სექტემბერს კი, მხოლოდ ერთი დღე, კინოთეატრ „რუსთაველში“ მაყურებლისთვის განკუთვნილი სპეციალური შეხვედრა და დისკუსიაა დაგეგმილიმერაბ ნინიძესთან და ნანა ექვთიმიშვილთან. შეხვედრა ფილმის 19:15 სეანსის შემდეგ დაიწყება.