რუსული „GQ“ ირაკლი კვირიკაძის შესახებ წერს – „ქართული კინოს იმედი“

0
3025

რუსული „GQ“-ს 2017 წლის ოქტომბრის ნომრის ერთ-ერთი გმირი „მძევლების“ მთავარი პერსონაჟი, მსახიობი ირაკლი კვირიკაძეა. მის შესახებ მასალა პოპულარული ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ფოტოებზე ირაკლი ქართველი დიზაინერის ირაკლი რუსაძის მიერ შექმნილ კოსტიუმშია გამოწყობილი.

„ირაკლი კვირიკაძე – ქართული კინოს იმედი და „მძევლების“ მთავარი საგანძური“ – ასე არის დასათაურებული სტატია, სადაც ქართველი მსახიობის შესახებ მოგვითხრობენ.

წერილში ვკითხულობთ:

„კინოეკრანებზე გამოვიდა „მძევლები“ – ფილმი თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელმაც საბჭოთა საქართველოს ისტორია „მდე“ და „შემდეგ“ გაყო. კინოსურათში მთავარი როლი ირაკლი კვირიკაძემ შეასრულა – ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა, რომელსაც მყარად აქვს გადაწყვეტილი აშშ-ში წარმატების მოპოვება.

„ბოდიში, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო მეტად მიძნელდება რუსულად ლაპარაკი, რადგან ბოლო დროს, ძირითადად, ინგლისურად მიწევს ყველასთან ურთიერთობა“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარი ირაკლი კვირიკაძე, 25 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ახლა ლოს ანჯელესში ცხოვრობს და თავს ამერიკელ მოქალაქედ მიიჩნევს. რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“, რომლის პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე ამა წლის თებერვალში შედგა, ირაკლისთვის საერთაშორისო ასპარეზის შესანიშნავი სტარტი გამოდგა…ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here