თურქეთის ლეგენდარული საცეკვაო ანსამბლის „ანატოლიის ცეცხლი“-ს შოუ საქართველოში 16 და 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
„ანატოლიის ცეცხლი“ გახლავთ გრანდიოზული საცეკვაო კომპანია, რომელშიც 120-ზე მეტი მოცეკვავე არის გაერთიანებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
დღემდე შოუ 100 ქვეყნის 40-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. შოუ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სცენებსა და არენებზე გახლდათ წარმოდგენილი – ნიუ იორკში, პარიზში და სხვა ქალაქებში.
უკვე რამდენიმე წელია, შოუ „ანატოლიის ცეცხლი“ ინარჩუნებს ადგილს გინესის რეკორდების წიგნში: პირველი – 241 საცეკვაო ილეთისგან შექმნილი ყველაზე სწრაფი ერთწუთიანი ნომრით და მეორე – ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე გამართული კონცერტით, რომელსაც 400 000 მაყურებელი დაესწრო.
საქართველოში შოუ პირველად არ ჩამოდის, თუმცა წელს გასტროლები თურქეთ
-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდება.
შოუს ორგანიზატორია: SA Organization