5 ოქტომბერს სპორტის სასახლეში „მუმი ტროლი“ კონცერტს გამართავს

0
1499

5 ოქტომბერს ცნობილი რუსული როკ-ჯგუფი „მუმი ტროლი“ თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს.

ბენდი ვალდივოსტოკში ილია ლაგუტენკომ დაარსა, რის შემდეგაც კონცერტებით მოიარა მთელი მსოფლიო: ციმბირიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებამდე,მონღოლეთიდან გრენლანდიამდე, შანხაიდან სანქტ პეტერბურგამდე. თუმცა მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ჯგუფის წევრები მუდმივად ახლის ძიებაში არიან.

1997 წელს თავისი პირველი თვითდაფინანსებული ალბომის გამოშვების შემდეგ, „Mumiy Troll“-ი  გახდა ერთ ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ბენდი. რომლის სიმღერების ჩამოტვირთვების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. ჯგუფს მიღებული აქვს მონაწილეობა არა რთ ცნობილ ფესტივალში, რის შემდეგაც მათ თავად ჩამოაყალიბეს საკუთარი ფესტივალი VLADIVOSTOK ROCKS.

2015-2016 წლების ევროპული ტურის ფარგლებში, ჯგუფმა გამართა 16 კონცერტი გერმანიაში, გაერთიანებული სამეფოში (UK), ირლანდიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ამის შემდეგ ჯგუფი კურირებს ფეტივალს რიგაში (ლატვიაში), გამოდის ლოს ანჯელესში და წარადგენს თავის სიმღერას Vladivostok Vacation-ს კანის კინოფესტივალზე.

2017-ში შესრულდა 20 წელი ჯგუფის პირველი საკულტო ალბომის „MORSKAYA“- ს გამოშვებიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here