24 სექტემბერს, იტალიაში, ქალაქ რომში, რესტორან „მატრიოშკაში“ „ქუჩის ბიჭებისა“ და ზურა დაოიჯაშვილის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ზალიკო ბერგერი თავის ლაივ-ვიდეოში საუბრობს, სადაც ორიგინალურად, თავის სტილში აანონსებს მომავალ კონცერტს. თავად ზალიკო ამ ღონისძიების წამყვანი იქნება და მასზე დასწრების მსურველებს შესანიშნავ დროსტარებას ჰპირდება.
„ქუჩის ბიჭები“ ზალიკო ბერგერთან აქტიურად თანამშრომლობს. ცნობილი ქართული ჯგუფი ხშირად იწვევს ბერგერს მათი საღამოების საზღვარგარეთ წასაყვანად.