„ისთერნ ფრომოუშენსი“ ელტონ ჯონის კონცერტებთან დაკავშირებულ განახლებულ აჟიოტაჟს პასუხობს

0
1367

„სოლოსა“ და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, 16,17 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“, ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტების გამართვა იგეგმებოდა. სამწუხაროდ, მისი ბენდის გიტარისტს, ვოკალისტსა და სამხატვრო ხელმძღვანელს ხელზე მოულოდნელად ოპერაცია დასჭირდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაკერების ახსნა არ შეიძლებოდა. სწორედ ამის გამო ის ორი კონცერტი, რომელიც დაგეგმილი იყო, გადაიდო შემდეგი წლის ზაფხულისთვის.

დღეს დილიდან ამ თემასთან დაკავშირებით განახლებული აჟიოტაჟია შექმნილი. სხვადასხვა ინტერნეტსააგენტო წერს, რომ ელტონ ჯონმა მხოლოდ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გადადო და 22 სექტემბერს კონცერტი ავსტრალიაში გამართა, მისი ტურნე სხვა ქვეყნებში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here