ნანუკა ჟორჟოლიანმა ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამას თავის დიეტოლოგს, მის მიერ დანიშნულ კვების რაციონს და ასევე, როგორც აღმოჩნდა, ვარჯიშს უმადლის. ნანუკა თავისი შეცვლილი ცხოვრების წესის შესახებ წერს:
ნანუკა წერს:
„მას შემდეგ, რაც კვება, ცხოვრების წესი შევცვალე, ჩემი დილა იწყება 9-ზე. +-ერთი საათი. ყავა, რომელსაც მხოლოდ დილით ვსვამ, ყველი, შავი უსაფუარო პური, ან „ხლებცი”. (ქართულად არ ვიცი როგორაა) ესაა ჩემი საუზმე:) და შემდეგ გზა ფიტნესკლუბისკენ.
არ დაიჯეროთ ჭორები, რომ ამ კლუბში მხოლოდ მდიდრები დადიან. ერთი თვე 140 ლარია, თუ სამ თვეს აიღებთ, გაცილებით ნაკლები. რაშიც შედის, ბოქსი, სპინინგი (გახდომისთვის არაჩვეულებრივია), იოგა, პილატესი, გაწელვა და კიდევ რაღაცები, რაც ჩემთვის უცხოა. :)) ნუ დარბაზი თავისთავად, 24 საათი, ძალიან ბევრი „ტრენაჟორი“, ტრენერები მაღალი კლასის, რაც ნიშნავს იმას, რომ ორ თვეში უკვე ფორმაში იქნებით. 6 თვეში გაგიჟდებით საკუთარ თავზე.
რატომ ვწერე ამდენი:)) რაშიც არავის არც ფული გადაუხდია, არც უთხოვია:)) ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი თქვენთვის. ასე რომ მელაპარაკებოდნენ წლების წინ, ნერვები მეშლებოდა:)) ვიწყებდი მტკიცებას, რომ მონოდიეტა ეფექტურია და ბოდვა! ეფექტურია 5 დღით, მაგრამ ამას საერთო არ აქვს, იმასთან, რაზეც ახლა გესაუბრებით.
ნეგიტივს ტოვებთ დარბაზში, ენდორფინი მოგაქვთ. მთელი დღე ენერგია გაქვთ. კარგი ფორმები. თავდაჯერებულობა. ძალიან კარგია და ძალიან აუცილებელი ვარჯიში.
არ დაგეზაროთ. 24 საათიანია დარბაზი. საკუთარ თავს დაუთმეთ თუნდაც 1 საათი. ეს ნიშნავს, რომ ბევრი გაღიმებული ადამიანი ივლის ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი ლამაზი…“